ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) სტუდენტებისთვის ლექცია ჩაატარა თემაზე „პროფესია ადვოკატი“.
დავით ასათიანმა სტუდენტებს ადვოკატის პროფესიის უძველესი ისტორიის, მისი როლისა და მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ასევე, ხაზი გაუსვა იმ რთულ, თუმცა, ღირებულ გზას, რომლის გავლას ადვოკატის პროფესია მოითხოვს.
დავით ასათიანმა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებული ლიტერატურაც გადასცა.