დავით ასათიანმა გერმანიის იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფონდის (IRZ) საქართველოს მიმართულების ხელმძღვანელთან, ფრანკ ჰაფფელდთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მიმდინარე წელს დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრეს.
მხარეებმა განიხილეს ერთობლივი აქტივობები როგორებიცაა: ადვოკატებისთვის გერმანელი ექსპერტების ჩართულობით ტრენინგების ციკლის ჩატარება; ერთობლივი კონფერენცია და ვორქშოფები.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ IRZ - ის წარმომადგენლებს გერმანულ მოდელზე დაფუძნებული დარგობრივი სპეციალიზაციის სისტემის საქართველოში დანერგვის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც ამ დროისთვის სამშენებლო და არქიტექტურულ სამართალს მოიცავს, ხოლო შემდეგ ეტაპზე სამედიცინო სამართლის, სამეწარმეო სამართლისა და სხვა სპეციალიზებული კურსების დამატებას ითვალისწინებს.
დავით ასათიანმა საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) ხელმძღვანელს მრავალწლიანი და პროდუქტიული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.