დავით ასათიანმა კომუნიკაციების ომბუდსმენს უმასპინძლა

26 ნოემბერი 2025

ადვოკატთა ასოციაციასა და მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის წარმომადგენლებს შორის საინფორმაციო სახის შეხვედრა გაიმართა თემაზე: „იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში“. 

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს, გვანცა ჩხეიძეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა უმასპინძლა. 

გვანცა ჩხეიძემ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველის სამსახურის საქმიანობის სპეციფიკასა და ფუნქციების შესახებ ისაუბრა, ასევე, დეტალურად განმარტა  კანონმდებლობით მინიჭებული სამსახურის უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები, ვადები და სხვ.

შეხვედრაზე აღინიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების თითოეული წევრის ინფორმირება მომხმარებლების უფლებების შესახებ, რათა სატელეკომუნიკაციო მომსახურების კონტროლი უკეთ განხორციელდეს, რაც საბოლოოდ, მომსახურების ხარისხზე აისახება. 
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი