დავით ასათიანმა ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის მიმართვა გადასცა, რომელსაც 1000-მდე ადვოკატი აწერს ხელს

11 დეკემბერი 2023

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ევროკავშირის ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა.

დავით ასათიანმა ელჩთან საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირთან დაახლოება ქვეყანას სანდო და ხარისხიანი მართლმსაჯულების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვნად დაეხმარება. 

ქართული იურიდიული პროფესიის, ადვოკატურის სახელით დავით ასათიანმა ელჩს მიმართვა გადასცა, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ საქართველოს განაცხადის მხარდასაჭერად, ევროპული საბჭოს სახელზე მომზადდა. დოკუმენტს ხელს აწერს 1000-მდე ადვოკატი.

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი