დავით ასათიანმა და გიორგი ჭეხანმა ამერიკის შეერთებულ შტატებში მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართეს

18 ნოემბერი 2023

ამერიკის შეერთებულ შტატებში ადვოკატთა ასოციაციის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ჭეხანმა მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართეს მაიამი-დეიდის საზოგადოებრივი ადვოკატის ოფისის ხელმძღვანელთან, ფლორიდის შტატის ადვოკატთა ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრთან, სისხლის სამართლის ადვოკატთა ფლორიდის ასოციაციის ხელმძღვანელა და მაიამი-დეიდის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან. 

შეხვედრაზე მხარეებმა ასოციაციების მოწყობისა და საქმიანობის, პროფესიული განათლების, პრობონო საქმიანობის, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, დისციპლინური წარმოებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. მხარეებმა ასევე დასახეს გეგმები სამომავლო თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების მიმართულებით. 

მადლობას ვუხდით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და ამერიკელ ხალხს იურიდიული პროფესიის გაძლიერებისა და საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის განვითარების მხარდაჭერისთვის.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი