ადვოკატთა ასოციაციის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე ქართული სამართლის სისტემისა და იურიდიული პროფესიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისთვის, აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, დავით ასათიანმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საპატიო მედლით დააჯილდოვა გიორგი ჭეხანი, რომელიც ასოციაციის აღმასრულებელი მდივნის პოზიციას 7 წლის განმავლობაში იკავებდა და მის სახელს არაერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი უკავშირდება.
გიორგი ჭეხანს, როგორც ადვოკატთა ასოციაციაში, ასევე, სხვადასხვა საჯარო უწყებებში დაკავებული თანამდებობებიდან მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ჩვენი ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემისა და იურიდიული პროფესიის განვითარებში.




