საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი საერთაშორისო ენერგეტიკული ქარტიის გენერალურ მდივან აცუკო ჰიროსეს შეხვდა.
აცუკო ჰიროსე ასევე, წარმოადგენს მსოფლიო ბანკის იურიდიული საზოგადოებების ფორუმის კეთილი ნების ელჩს. ფორუმი მსოფლიო ბანკის ინიციატივაა, რომელსაც 2020 წელს ჩაეყარა საფუძველი და მიზნად ისახავს იურიდიული პროფესიის მხარდაჭერას კანონის უზენაესობის და სასამართლოს ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის პროცესში.
შეხვედრის ფარგლებში ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ - დავით ასათიანმა მიმოიხილა ის აქტივობები, რომელსაც ადვოკატთა ასოციაცია იურიდიული პროფესიის განვითარებისათვის ახორციელებს. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე, განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის, მათ შორის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ზემოხსენებულ ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხი.