დავით ასათიანი საერთაშორისო ადვოკატთა ასოციაციის (IBA) პოლიტიკის კომიტეტის (Policy Committee) წევრად აირჩიეს

9 მარტი 2022

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და სასიამოვნე სიახლე ჩვენი ქვეყნის იურიდიული პროფესიისთვის. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე - დავით ასათიანი საერთაშორისო ადვოკატთა ასოციაციის (IBA) პოლიტიკის კომიტეტის (Policy Committee) წევრად აირჩიეს. 

IBA ადვოკატების, ადვოკატთა ასოციაციებისა და იურიდიული საზოგადოებების წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც 1947 წელს დაარსდა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შექმნიდან მალევე. IBA-ის მიზანია, წვლილი შეიტანოს გლობალური სტაბილურობისა და მშვიდობის დამკვიდრებაში მართლმსაჯულების განხორციელების გზით. IBA აერთიანებს 190-ზე მეტ ადვოკატთა ასოციაციასა და 80 ათასზე მეტ ადვოკატს მსოფლიოს მასშტაბით. 

IBA-ის პოლიტიკის კომიტეტი კი, რომელიც მთელი მსფოლიოდან ადვოკატთა ასოციაციების 20 წარმომადგენლით არის დაკომპლექტებული, IBA-ის ერთ-ერთი წამყვანი ორგანოა. პოლიტიკის კომიტეტი მუშაობს და გადაწყვეტილებებს იღებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის დაცვა, ასევე, იურიდიული პროფესიის ინტერესების მხარდაჭერა მსოფლიოს მასშტაბით. 

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს იურიდიული პროფესიის ხმა აქტიურად იქნება წარმოდგენილი ასეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო პროფესიულ გაერთიანებაში. ვულოცავთ ამ მორიგ წარმატებას დავით ასათიანს და ჩვენს იურიდიულ პროფესიას.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი