დავით ასათიანი - „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული რეფორმების შესახებ, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივ საერთაშორისო ღონისძიებაზე

6 ოქტომბერი 2020 - 5 ოქტომბერი 2020

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ - დავით ასათიანმა, „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული რეფორმების შესახებ, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივ საერთაშორისო ღონისძიებაზე ისაუბრა. ღონისძიება ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა - მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა და სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა - ოლივერ ვარჰელიმ გახსნეს.

„პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ პროგრამა ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში კანონის უზენაესობის განმტკიცებასა და დემოკრატიზაციის პროცესს უწყობს ხელს.

დავით ასათიანმა მიმოიხილა „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ ფარგლებში მიღებული მხარდაჭერის შედეგად, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ იურიდიული პროფესიის გაძლიერებისკენ მიმართული არაერთი რეფორმა, მათ შორის: ადვოკატის სამართლებრივი დაცვის მყარი საკანონმდებლო გარანტიების მიღება, პროფესიაში შესვლის სტანდარტის ამაღლება ადაპტაციის პროგრამის ამოქმედების გზით და ადვოკატთა ასოციაციის ინსტიტუციური გაძლიერება. 

დავით ასათიანმა, საქართველოს სახელით, მადლობა გადაუხადა ევროკავშირსა და ევროსაბჭოს ჩვენი ქვეყნისთვის და იურიდიული პროფესიისთვის გაწეული მხარდაჭერისთვის და ჩვენს ქვეყანაში სანდო და ხარისხიანი მართლმსაჯულების სისტემის დამკვიდრების მიზნით სამომავლოდ აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი