დავით ასათიანი USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მონაწილეობდა სახელწოდებით: გავხადოთ მართლმსაჯულება ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ სამართალწარმოებაში მართლმსაჯულების სისტემის წარმომადგენლების როლს გაუსვა ხაზი და ადვოკატურის, დამოუკიდებლობისა და თვითრეგულირების უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში რობინ ლ. დანიგანმა გახსნა.
მართლმსაჯულებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობისა და მოწყვლადი თემების გაძლიერების მიზნით, მონაწილეებმა საქართველოში არსებული სამართლის უზენაესობის ტენდენციები, მიღწევები და ინსტიტუციების გაძლიერების საუკეთესო პრაქტიკა მიმოიხილეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებს, მათ შორის - ბავშვთა, ქალთა, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვის მიმართულებით.