დავით ასათიანი აზერბაიჯანის ადვოკატთა კოლეგიის თავმჯდომარესა და ადვოკატურის სხვა ხელმძღვანელებს შეხვდა

4 ნოემბერი 2022

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი აზერბაიჯანის ადვოკატთა კოლეგიის თავმჯდომარეს, ანარ ბაგიროვსა და ადვოკატურის სხვა ხელმძღვანელებს შეხვდა. 
შეხვედრაზე ორი ქვეყნის ადვოკატურებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და ერთობლივ, სამომავლო ღონისძიებებზე იმსჯელეს. 

აზერბაიჯანის ადვოკატთა კოლეგიის ხელმძღვანელმა, ქართველ კოლეგებს აზერბაიჯანის ადვოკატურის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. 

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარესა და დელეგაციის წევრებს იურიდიული დახმარების სამსახურის ოფისი და ტრენინგ ცენტრები, ასევე, სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები დაათვალიერებინეს. დღის ბოლოს კი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დელეგაციისთვის საზეიმო მიღება გაიმართა.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი