ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - „ადამიანური კაპიტალის გაძლიერება საქართველოში“, Expertise France-ის მხარდაჭერით, ადვოკატებისთვის ტრენინგი ჩატარდა გორში, თემაზე: „შრომის ფუნდამენტური სტანდარტები და აღსრულების მექანიზმები“.
ტრენინგს უძღვებოდნენ ექსპერტები: დრ. იუსტინას უსონისი (Expertise France), რაისა ლიპარტელიანი და თამარ გაბისონია.
შეხვედრის გახსნით ნაწილში მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა და Expertise France-ის პროგრამის ხელმძღვანელმა ოდრიუს ბიტინასმა.
სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა:
- მედიაცია შრომით დავებში;
- შრომითი დავები, არსებითი პირობები და შრომითი
- ურთიერთობის შეწყვეტა;
- ინდივიდუალური და კოლექტიური შრომითი დავები და აღსრულების მექანიზმები და სხვა.
გორში ვიზიტის ფარგლებში ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ასევე შეხვედრა გამართა ადვოკატებთან, რომლებიც გორში საქმიანობენ.
შეხვედრის ფარგლებში თავმჯდომარემ წევრებს ადვოკატთა ასოციაციაში მიმდინარე სიახლეები, მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო. საუბარი შეეხო პროფესიული განვითარების შესაძლებლობებსა და მექანიზმებს. ირაკლი ყანდაშვილმა ასევე მოისმინა ადვოკატების მოსაზრებები და ინიციატივები, რომლებიც ადვოკატთა პროფესიული საქმიანობის გაუმჯობესებასა და პროფესიული გარემოს განვითარებას უკავშირდება.




