განცხადება N8 პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნილ რიგებთან დაკავშირებით

11 თებერვალი 2021

აქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად მუშაობს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ადვოკატებისა და მათი დაცვის ქვეშ მყოფი კლიენტების პირისპირ შეხვერის პროცესთან დაკავშირებული პრობლემის მოსაგვარებლად, რომელიც პანდემიის პირობებში კიდევ უფრო გამწვავდა.

ცნობილია, რომ განსაკუთრებულ გამოწვევას N8 პენიტენციური  დაწესებულებაში ადვოკატის ვიზიტებისას შექმნილი რიგები წარმოადგენს, რაც ადვოკატისა და მისი კლიენტის უშუალო კომუნიკაციას მნიშვნელოვან დაბრკოლებასქმნის. აღნიშნული კი, თავის მხრივ, ადვოკატის სასამართლო წარმომადგენლობისა თუ სხვა საადვოკატო საქმიანობის განხორციელების პროცესის შეფერხებას იწვევს და უარყოფითად აისახება სწრაფი და ხარისხიანი მართლმსაჯულების განხორციელებაზე.

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან სხვადასხვა შესაძლებელი ალტერნატივის განხილვის შედეგად, გათვალისწინებულ იქნა ადვოკატთა ასოციაციის წინადადება და მიღწეული იქნა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, იმისთვის, რომ ადვოკატებმა შეუფერხებლად შესძლონ პატიმრობაში მყოფ პირებთან შეხვედრა, 2021 წლის 12 თებერვლიდან N8 პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული შეხვედრების ოთახების უმრავლესობა (22 ოთახი) დილის 09:30 საათიდან 14:00 საათამდე მხოლოდ ადვოკატების შეხვედრებს დაეთმობა, ხოლო 14:00 საათის შემდეგ კი, ოთახებით სარგებლობის საერთო წესი იმოქმედებს და ასევე, მოხდება დაწესებულების თანამშრომელთა მაქსიმალური მობილიზება პროცესის სწორად მართვის მიზნით.  

იმედი გვაქვს, აღნიშნული შეთანხმება ხელს შეუწყობს რიგების პრობლემის აღმოფხვრას და ადვოკატებს მიეცემათ შესაძლებლობა დაუბრკოლებლად  და შეფერხების გარეშე შეხვდნენ დაკავებულ, დაპატიმრებულ ან თავისუფლების სხვაგვარად შეზღუდულ დაცვის ქვეშ მყოფ პირებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების ან პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში გთხოვთ, მოგვმართოთ ელ-ფოსტაზეadvocates@gba.ge

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი