ბიზნეს საქმიანობა ჰონგ კონგსა და საქართველოში: მნიშვნელოვანი სამართლებრივი საკითხები

2 მარტი 2022

17 მარტს თბილისის დროით 12:00 ზე  საქართველოსდა ჰონგ კონგის ადვოკატთა ასოციაციების ერთობლივი ონლაინ კონფერენცია ჩატარდება. ვებინარის ფარგლებში მომხსენებლები ისაუბრებენ ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა: ბიზნეს რეგისტრაცია, ორმაგი დაბეგვრა, სამუშაო ვიზა და ბიზნესის კეთებასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. 

ონლაინ კონფერენციაში მონაწილეობა ადვოკატთა ასოციაციის წევრებს, ადაპტაციის პროგრამის მონაწილეებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს წინასწარი რეგისტრაციით შეუძლიათ.

მომხსენებლები: 

  • კარენ ვონგი - ადვოკატი, ჰონგ კონგის ადვოკატთა ასოციაციის საბჭოს წევრი.
  • ტომ ფუ - ადვოკატი, ჰონგ კონგის ადვოკატთა ასოციაციის საბჭოს წევრი.
  • ირაკლი ადეიშვილი -ადვოკატი, სამართლის დოქტორი.
  • ირაკლი ბურდული- სამართლის დოქტორი, პროფესორი, სამართლისა და ეკონომიკის ცენტრის დირექტორი. 

ღონისძიებას გახსნიან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი და ჰონგ კონგის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი, სი ემ ჩანი. 

რეგისტრაციის ფორმა იხილეთ ბმულზე.

რეგისტრაცია წარმოებს 14 მარტის 17:00 საათამდე. ღონისძიებაზე დასწრების ბმული, დღის წესრიგი და სხვა დეტალები დამატებით ეცნობებათ მონაწილეებს სარეგისტრაციო ვადის გასვლის შემდეგ. 
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი