ბენჩ ბარის ფორმატის შეხვედრა თბილისში

11 სექტემბერი 2019

თბილისი მერიოტში ამერიკის იურისტთა ასოციაციასა (ABA) და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში მრგვალი მაგიდა და დისკუსია (Bench-Bar) მიმდინარეობს.

ღონისძიება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გიორგი შავლიაშვილმა და თბილისის პროკურორის მოადგილე კონსტანტინე სირაძემ გახსნეს.

ღონისძიებაზე სასაუბრო თემათა შორისაა: რეზონანსულ საქმეთა განხილვის თავისებურებანი და სასამართლოს, ადვოკატურასა და პროკურატურას შორის კომუნიკაციის ეთიკური ასპექტები, რასთან დაკავშირებითაც ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის ექსპერტებმა მრგალი მაგიდის მონაწილეებს ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილება და პრაქტიკა გაუზიარეს.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი