ბენჩ-ბარი თემაზე - მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები

28 მარტი 2023

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench Bar) მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ლაშა ქოჩიაშვილმა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩხეიძემ გახსნეს.

მრგვალი მაგიდის ფორმატში ადვოკატებმა და მოსამართლეებმა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგრნლებთან ერთად მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები, სასამართლო პრაქტიკა და არსებული გამოწვევები განიხილეს. 

მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench-Bar) მიზანია ხელი შეუწყოს იურიდიული პროფესიის გაძლიერებას, პროფესიათა შორიის ურთიერთპატივისცემას, ჯანსაღი კოლეგიალური დამოკიდებულებისა და საერთო ეთიკური პრინციპების დამკვიდრებას საქართველოში.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი