ბენჩ-ბარი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე

20 ოქტომბერი 2022

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს  (Bench-Bar) სისხლის სამართლის თემატური სექციის რეგიონული სამუშაო შეხვედრა გაიმართა ბათუმში.

ბენჩ-ბარის ფარგლებში ადვოკატებმა მოსამართლეებმა და პროკურორებმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის მოწმე და დაზარალებულ ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს და შემდომი განხილვის მიზნით კონკრეტული რეკომენდაციები შეიმუშავეს. ამასთან, შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება აჭარის რეგიონში არსებულ პრობლემატიკაზე გამახვილდა. 

ბენჩ-ბარში მონაწილეობდნენ ადვოკატთა ასოციაციის აჭარის სისხლის სამართლის კომიტეტის წევრები, პროკურორები და მოსამართლეები სხვადასხვა რეგიონიდან. შეხვედრის მონაწილეებს ადვოკათა ასოციაციის თავმჯდომარე-დავით ასათიანი, გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი - გოჩა ფარულავა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები - ბაქარ ჯიქია და ირინა ხახუტაიშვილი მიესალმნენ. 

მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) მიზანია, ხელი შეუწყოს იურიდიული პროფესიის გაძლიერებას, პროფესიათა შორის ურთიერთპატივისცემას, ჯანსაღი კოლეგიალური დამოკიდებულებისა და საერთო ეთიკური პრინციპების დამკვიდრებას.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი