ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე!

1 ივნისი 2024

პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბავშვთა კეთილდღეობისა და მათი უფლებების დაცვის კუთხით. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ულოცავს ყველა ბავშვს! ვუსურვებთ მათ ბავშვობის დაცულ წლებს და ისეთ გარემოში ცხოვრებას, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მათი საუკეთესო ინტერესების განუხრელი დაცვა და განვითარების მაქსიმალური ხელშეწყობა.

ბავშვთა უფლებების გაძლიერებაზე ზრუნვა ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა და ამ გზაზე მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს, როგორც ბავშვთა უფლებების კოდექსის მიღება, ასევე ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის დანერგვა. ბავშვთა უფლებების ეფექტიანი აღსრულებისათვის, მნიშვნელოვანია, მათზე ორიენტირებული სისტემური მიდგომის ხელშეწყობა და შესაბამის უწყებებს შორის კოორდინაციის გაძლიერება. 

ადვოკატთა ასოციაცია აქტიურად მუშაობს და მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მუშაობას ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით მომავალი თაობის საუკეთესო ინტერესების დასაცავად, როგორც განგრძობადი იურიდიული განათლების, ასევე, ქვეყანაში მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებებში მონაწილეობის კუთხით.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი