აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი ადვოკატთა ასოციაციას ეწვია

10 მაისი 2023

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად ესტუმრა.

სტუმრებს ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ჭეხანმა ადვოკატთა ასოციაციის საქმიანობა გააცნეს და ახლადაშენებული ადვოკატთა სახლი დაათვალიერებინეს.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ადვოკატთა ასოციაციაში მიმდინარე რეფორმები განიხილეს  და აშშ-ს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტები მიმოიხილეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა აშშ-ს მხარდაჭერის განსაკუთრებულ როლს იურიდიული პროფესიის გაძლიერებაში.

მხარეებმა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმასთან დაკავშირებულ მიღწევებსა და გამოწვევებზეც ისაუბრეს, ასევე, აღინიშნა ადვოკატთა ასოციაციის აქტიური როლის მნიშვნელობა ამ პროცესში. 

ელჩმა დეგნანმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და მისი ადგილობრივი წარმომოადგენლობა სხვადასხვა პროექტის საშუალებით ადვოკატთა ასოციაციისა და ქართული იურიდიული პროფესიის მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი