ასოციაციის წევრებისთვის სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე ტრენინგები ჩატარდა

29 მაისი 2025

განგრძობადი იურიდიული განათლების ფარგლებში ადვოკატთა ასოციაციაში ადვოკატებისთვის ტრენინგები ჩატარდა. 

 „ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობები, საქართველოს კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტები.“ - სამუშაო შეხვედრას ექსპერტი, თამარ გაბისონია უძღვებოდა. განხილვის თემები იყო: შრომითი დისკრიმინაცია; შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა და სხვ. 

ასევე, ტრენინგი ჩატარდა თემაზე:  „საგადასახადო დავის წარმოება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში“. სამუშაო შეხვედრას ტრენერი, ზურაბ ძნელაშვილი უძღვებოდა.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს თემები, როგორებიცაა: საგადასახადო დავის დაწყება ფინანსთა სამინისტროში; საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შედეგები; დავის განმხილველი ორგანოს უფლებამოსილებები და სხვ. 

განგრძობადი იურიდიული განათლების ფარგლებში ტრენინგი ჩატარდა თემაზე: ფემიციდი,როგორც ქალთა მიმართ ძალადობის/ოჯახში ძალადობის ყველაზე მძიმე ფორმა. გენდერული შეუწყნარებლობის ნიშნის იდენტიფიცირება. შეხვედრას ექსპერტი, ელისო რუხაძე უძღვებოდა.

სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს საკითხები, როგორებიცაა: ფემიციდის შემსწრე არასრულწლოვანები და მათი დაცვის გარანტიები; ფემიციდის პრევენციის გზები: შემაკავებელი ორდერი, მოძალადის მიმართ ელექტრონული სამაჯურის გამოყენების წინაპირობები და სხვ. 
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი