ასოციაციის საჭადრაკო ნაკრებმა საქართველოს მე-3 კორპორატიული ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა

24 ოქტომბერი 2022

ჭადრაკის სასახლეში საქართველოს მე-3 კორპორატიული ჩემპიონატი ჩატარდა. 
ჩემპიონატში სულ 16 გუნდი მონაწილეობდა, რომელთა შორის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საჭადრაკო ნაკრებმაც მიიღო მონაწილეობა.

ადვოკატთა ასოციაციის სახელით ჩემპიონატში მონაწილეობდნენ: დავით ბაღდავაძე, გიორგი გორდულაძე, ანა მეძმარიაშვილი, უჩა ძიმისტარიშვილი, ინდირა წივწივაძე (სათად.)

ასოციაციის გუნდმა ტურნირში დამაჯერებლად იასპარეზა და მე-5 ადგილი მოიპოვა. ასევე, აღსანიშნავია, რომ გუნდის მონაწილემ, ადვოკატმა ანა მეძმარიაშვილმა ქალთა შორის 6.5 ქულით საუკეთესო შედეგი აჩვენა. 

საქართველოს მე-3 კორპორატიული ჩემპიონატში მონაწილეობდნენ გუნდები:
1. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია
2. ჯეო ჰოსპიტალს
3. გრანტ ტორტონი
4. საქართველოს ბანკი
5. ბაზისბანკი
6. ლიბერთი ბანკი
7. თეგეტა
8. თბილისი ენერჯი
9. კომპიუტერული კომპანია f1
10. მიკროსაფინანსო - ემ ბი სი
11. ჯეო ჯიპიეს
12. პე ეს პე
13. თიბისი ლიზინგი
14. ავიატორი (აჭარა)
15. PWC
16. ვანო და კომპანია

ადვოკატთა ასოციაციის საჭადრაკო ნაკრები 2021 წელს შიდა ტურნირის საფუძველზე შეიქმნა და აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო შეჯიბრებებში.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი