ასოციაციის საფეხბურთო ტურნირში "პენტა კამპეონემ" გაიმარჯვა

27 მაისი 2019

💼 26 მაისს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საფეხბურთო ტურნირის ფინალური მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს პენტა კამპეონე და JMG დაუპირისპირდნენ. მატჩი ძალიან სანახაობრივი გამოდგა და საბოლოოდ პენტა კამპეონეს გამაჯვებით - 4:2 დასრულდა.

🥉 ⚽ ბრინჯაოს მედლების მფლობელი „ფორცა“ გახდა, ხოლო ტურნირის საუკეთესო ბომბარდირისთვის კუთვნილი ოქროს ბუცი ჩემპიონი გუნდის ფორვარდმა გიორგი სვანაძემ მიიღო, რომელმაც გათამაშება 10 გოლით დაასრულა.

🏆 პრიზიორ გუნდებს მედლები და თასები ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ჭეხანმა გადასცა.

🎁 გვსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ „ფოთის პირველი მერცხალის“ კაპიტანს ადვოკატ გიორგი ჭოჭუას, რომელმაც გამარჯვებული გუნდი სპორტული ინვენტარის ვაუჩერებით დაასაჩუქრა.

🎉 ადვოკატთა ასოციაცია მადლობას უხდის თითოეულ გუნდს ტურნირში მონაწილეობისათვის და ულოცავს „პენტა კამპეონეს“ დამსახურებულ, რიგით მეხუთე საჩემპიონო ტიტულს!

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი