საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საფეხბურთო ნაკრებმა ბაქოში მიმდინარე კავკასიის ღია პირველობაზე ჯგუფური ეტაპის მატჩი რუს ადვოკატებთან გამართა და მეტოქე უშეღავათო ბრძოლაში 2-1 დაამარცხა.
მატჩში ანგარიში გიორგი სვანაძემ ბრწყინვალე გოლით გახსნა. ქართველი ფეხბურთელები მთელი მატჩის განმავლობაში დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ, თუმცა რუსებმა მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე მაინც შეძლეს ანგარიშის გათანაბრება.
დაძაბული თამაშის დასასრულს ქართველმა ადვოკატებმა მაინც შეძლეს გარდამტეხი უპირატესობის მოპოვება და ბოლო წუთზე ბექა პატარაიას გოლით გაიმარჯვეს.
ჩვენი გუნდი ხვალ ქვეჯგუფის ბოლო მატჩში ბელარუს კოლეგებს დაუპირისპირდება.