2022 წლის მასტერ ლიგების საერთაშორისო ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის დროშას ადვოკატთა ასოციაციის საფეხბურთო გუნდი წარმოადგენს.
ადვოკატთა ასოციაციის საფეხბურთო გუნდმა შემაჯამებელი ვარჯიში გამართა და სლოვენიაში, “სოკას ჩემპიონთა ლიგის“ საერთაშორისო ჩემპიონატში მონაწილეობისთვის გაემგზავრა.
“სოკას ჩემპიონთა ლიგა“მასტერ ლიგების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საფეხბურთო ჩემპიონატია, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ეროვნულ დონეზე შერჩეული მასტერ ლიგების გუნდთა მცირე რაოდენობა მონაწილეობს. ასოციაციის გუნდის შერჩევაც თბილისის “მასტერ ლიგაში” წარმატებული მონაწილეობის შედეგად მოხდა.
ჩემპიონატის მსვლელობის შესახებ ინფორმაციას პერიოდულად მოგაწვდით ასოციაციის ფეისბუქ გვერდის საშუალებით. ასევე, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ჩემპიონატის მსვლელობის შესახებ ინფორმაცია მიიღონ “სოკას ჩემპიონთა ლიგის“ ოფიციალური გვერდიდან - https://soccafederation.com/competition/champions-league-2022/
წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს გუნდს!