ასოციაციის საგანგებო განცხადება

18 ივნისი 2019

ადვოკატთა ასოციაციის მიმართვა სსკ 223-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების საქმეზე ადვოკატის მიერ გავრცელებულ საჯარო განცხადებასთან დაკავშირებით:

ადვოკატის საქმიანობა ეფუძნება კანონიერების, სამართლის უზენაესობისა და კლიენტის უფლებების დაცვის პრინციპებს. ამასთან, ადვოკატს, როგორც საჯარო ფუნქციის მატარებელ სუბიექტს, გააჩნია განსაკუთრებული როლი მართლმსაჯულების სწორად და სამართლიანად განხორციელების პროცესში. 

აღნიშნული პრინციპების განუხრელი დაცვა კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ისეთი მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმეებში, რომელმაც, შესაძლოა, საზოგადოებაში დაძაბულობისა და დაპირისპირების საფრთე შექმნას. 

მართალია, კლიენტის საუკეთესო ინტერესების წარმოდგენისას ადვოკატი სარგებლობს სტრატეგიის შერჩევისა და დაცვითი სიტყვის თავისუფლების მაღალი სტანდარტით, მაგრამ თითოეულმა ადვოკატმა თავისი ფუნქციების განხორციელებისას თავი უნდა შეიკავოს ისეთი განცხადებებისაგან, რომელმაც შესაძლოა, ხელი შეუშალოს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საჯარო წესრიგის დაცვის ინტერესებს, დააზიანოს იურიდიული პროფესიის რეპუტაცია და გამოიწვიოს ადვოკატის კლიენტთან გაიგივება. 

მოვუწოდებთ ასოციაციის წევრებს, კონკრეტულ საქმეებზე საადვოკატო საქმიანობის განხორციელებისას, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს, დაიცვან ზემოაღნიშნული პრინციპები და არ გასცდნენ ადვოკატის როლს.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი