ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების სამართლის ფაკულტეტების წარმომადგენლებს უმასპინძლა. ირაკლი ყანდაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის დეტალები გააცნო. კერძოდ, განიხილეს საგამოცდო პროგრამა და უნივერსიტეტების კურსდამთავრებულთა სტატისტიკური მონაცემები.
შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს არსებული და სამომავლო თანამშრომლობის ფორმატებზე. მათ შორის განიხილეს ინიციატივა საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ, რომელიც უნივერსიტეტების სამართლის ფაკულტეტებს გააერთიანებს.
შეხვედრას 18 უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის წარმომადგენელი დაესწრო.




