ასოციაციის დელეგაციამ ბაქოში გამართულ საერთაშრისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

4 ოქტომბერი 2019

4 ოქტომბერს, ბაქოში ადვოკატთა საერთაშორისო კონფერენცია "ძლიერი და პრესტიჟული ადვოკატურა - თანამედროვე გამოწვევები" გაიმართა, რომელიც აზერბაიჯანის ადვოკატურის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

ათზე მეტი ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან ერთად, ღონისძიებას დაესწრო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დელეგაცია, თავმჯდომარის - დავით ასათიანის ხელმძღვანელობით.  

კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას დავით ასათიანმა მიულოცა აზერბაიჯანელ კოლეგებს 100 წლის იუბილე და ქართული გამოცდილების შესახებ ისაუბრა.  

მან ხაზი გაუსვა ერთიანი ადვოკატურის მნიშვნელობასა და ქართველი ადვოკატების როლს სამართლიანი და სანდო მართლმსაჯულების სისტემის ფორმირების პროცესში. ასევე, ისაუბრა ადვოკატისა და კლიენტის გაიგივების პრობლემასთან დაკავშირებით და მისი გადაჭრის იმ ზომებზე, რომელსაც საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ახორციელებს. დავით ასათიანმა ასევე ყურადღება გაამახვილა პროფესიაში შესვლის მაღალი სტანდარტისა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვის მნიშვნელობაზე.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი