ასოციაციის განცხადება

27 თებერვალი 2019

ადვოკატთა ასოციაციას განცხადებით მომართა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ, სადაც იგი განმარტავს, რომ 2019 წლის 30 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს სასამართლომ არაერთხელ გააფრთხილა, დააჯარიმა და შემდგომ გააძევა სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან.

ადვოკატის უფლებათა დაცვის კომიტეტმა განიხილა აღნიშნული განცხადება, გაეცნო სასამართლო სხდომის ოქმის ვიდეო ჩანაწერს და თანდართული მასალებს და მიაჩნია, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სასამართლოს მხრიდან შეჯიბრობითობის პრინციპის დარღვევას, რაც გამოიხატა ბრალდების მხარის პროტესტის გარეშე დაცვის მხარის შეკითხვის მოხსნაში და ბრალდების მხარის პოზიციის მხარდაჭერასა და განვრცობაში. ამ საკითხებზე დაცვის მხარის პროტესტის გამო, სასამართლომ არაერთხელ გააფრთხილა და დააჯარიმა ადვოკატი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატთა ასოციაცია მოუწოდებს სამართალწარმოებაში მონაწილე ყველა მხარეს, ურთიერთპატივისცემისა და კოლეგიალობის პრინციპებზე დაყრდნობით უზრუნველყოს დაცვის მხარის უფლებების სათანადო დაცვა, რათა ხელი არ შეეშალოს კლიენტთა საპროცესო უფლებების ეფექტურ განხორციელებას.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი