არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის სფეროში ადვოკატთა სპეციალიზაციის სტანდარტი

12 ივნისი 2020

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ, პარტნიორი დონორი ორგანიზაციების USAID/PROLoG და UNICEF -ის მხარდაჭერით და იურიდიული დახმარების სამსახურთან თანამშრომლობით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 5¹ მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეიმუშავა არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის სფეროში ადვოკატთა სპეციალიზაციის სტანდარტი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში 2019 წლის 20 სექტემბერს შესული ცვლილების შესაბამისად (მუხლი 5¹), მიმდინარე წლის 01 სექტემბრიდან, არასრულწლოვანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ საქმეებზე მონაწილეობის უფლება ენიჭება მხოლოდ არასრულწლოვანთან ურთიერთობის მეთოდიკასა და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებში სპეციალიზებულ ადვოკატს.

ზემოაღნიშნული სტანდარტის შესაბამისად, ადვოკატთა ასოციაცია უზრუნველყოფს ადვოკატთა სპეციალიზაციის კურსების ჩატარებას. სპეციალიზაციის მინიჭების შესახებ დეტალების გასაცნობად იხილეთ აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულება.

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი