არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აქტუალურ საკითხებზე ბენჩ-ბარი ჩატარდა

19 მაისი 2023

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აქტუალურ საკითხებზე მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench-Bar) მორიგი რეგიონული სამუშაო შეხვედრა ქუთაისში გაიმართა.

შეხვედრა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა და საქართველოს პროკურატურისა და ევროპის საბჭოს წარმომადგენლებმა გახსნეს. 

მრგვალი მაგიდის ფორმატში ადვოკატებმა, მოსამართლეებმა და პროკურორებმა საგამოძიებო და საპროცესო ეტაპებზე კანონთან კონფლიქტში მყოფ და დაზარალებულ ბავშვებთან მიმართებით არსებული გამოწვევები განიხილეს და ამასთან, აღნიშნული მიმართულებით იმერეთის რეგიონულ კონტექსტში არსებულ პრობლემატიკაზე იმსჯელეს. 

განხილულ გამოწვევებთან დაკავშირებით ბენჩ-ბარის მონაწილეებმა შეიმუშავეს რეკომენდაციები, რომლებიც შემდგომი განხილვისა და გავრცელების მიზნით მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს მმართველ კომიტეტს მიეწოდება. 

მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს სისტემური ფორმით ფუნქციონირება, რასაც საფუძველი ადვოკატთა ასოციაციის, უზენაესი სასამართლოს და გენერალური პროკურატურის ერთობლივი ძალისხმევით ჩაეყარა, ხელს უწყობს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის დანერგვასა და მართლმსაჯულების ხარისხის შემდგომ განვითარებას. აქედან გამომდიანრე, მნიშვნელოვანი და მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ბენჩ-ბარის ფორმატის შეხვედრებში აქტიურად არიან ჩართული, როგორც ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები, ასევე, მოსამართლეები და პროკურორები და სხვადასხვა სამართლებრივი თუ პრაქტიკული გამოწვევის დაძლევა პროფესიათა შორის დიალოგის გზით წარმატებით ხორციელდება.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი