ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით ადვოკატებისთვის უისკონსინის შტატში სასწავლო ტური ჩატარდა

22 აგვისტო 2023

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ადვოკატთა ასოციაციისა და იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებისთვის ნაფიც მსაჯულთა სასამართლო უნარ-ჩვევების საკითხებზე უისკონსინის შტატში სასწავლო ტური ჩატარდა.

ტურის ფარგლებში ადვოკატებმა სემინარებსა და საინფორმაციო სახის შეხვედრებში მიიღეს მონაწილეობა. ადვოკატებს, ასევე, საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ სასამართლო პროცესებს.

აღნიშნულ პროგრამაში ადვოკატთა ასოციაციისა და იურიდიული დახმარების სამსახურის ის ადვოკატები მონაწილეობდნენ, რომლებაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლო უნარ-ჩვევებში საბაზისო, შუალედური და სიღრმისეული (ტრენერთა-ტრენინგი) ტრენინგები გაიარეს.

აღნიშნული ინიციატივა, რომელსაც განგრძობადი ხასიათი ექნება, მიზნად ისახავს ასოციაციაში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიმართულებით მომუშავე ადვოკატების პროფესიულ გაძლიერებას, ასევე, ტრენერთა ჯგუფის ფორმირებას, რომელიც აქტიურად ჩაერთვება ყველა დაინტერესებული ადვოკატის შემდგომი გადამზადების პროცესში.

მადლობას ვუხდით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და ამერიკელ ხალხს იურიდიული პროფესიის გაძლიერებისა და საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის განვითარების მხარდაჭერისთვის!  

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი