ადვოკატის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია

26 ოქტომბერი 2022

ძვირფასო წევრებო,

გაცნობებთ, რომ ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებითა და ევროპის საბჭოს (COE) მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გაიმართება ადვოკატის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია.

წლევანდელი კონფერენცია ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს დაეთმობა და მასში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები.

რადგან კონფერენციის მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, თანასწორობის პრინციპის დაცვით, ღონისძიებაზე რეგისტრაცია განხორციელდება  პირველადი რეგისტრაციის საფუძველზე, რომელიც იწარმოებს ელექტრონული ფორმით და გაიხსნება 27 ოქტომბერს, 17:00 საათზე. შესაბამისად, გთხოვთ, თვალი ადევნოთ ჩვენს საკომუნიკაციო არხებს, იმისათვის, რომ არ გამოგრჩეთ რეგისტრაცია.

კონფერენციასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია და დეტალები ეცნობებათ რეგისტრირებულ მონაწილეებს.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი