ძვირფასო წევრებო,
გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გაიმართება ადვოკატის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია, თემაზე - „სამართლის უზენაესობით ევროპისკენ, იურიდიული პროფესიის მისია“. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ექსპერტები.
რადგან კონფერენციის მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, თანასწორობის პრინციპის დაცვით, ღონისძიებაზე რეგისტრაცია განხორციელდება პირველადი რეგისტრაციის საფუძველზე, რომელიც იწარმოებს ელექტრონული ფორმით და გაიხსნება 5 ნოემბერს 11:00 საათზე. შესაბამისად, გთხოვთ, თვალი ადევნოთ ჩვენს საკომუნიკაციო არხებს, იმისათვის, რომ არ გამოგრჩეთ რეგისტრაცია.
კონფერენციასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია და დეტალები ეცნობება რეგისტრირებულ მონაწილეებს.