ადვოკატის დღისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დაარსებიდან 20 წლის აღსანიშნავად დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაზე რეგისტრაცია დაიწყო!

29 ოქტომბერი 2025

ადვოკატის დღისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დაარსებიდან 20 წლის აღსანიშნავად, 08 ნოემბერს, საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. 

წლევანდელი კონფერენციის თემაა - კონვენცია „ადვოკატის პროფესიის დაცვის შესახებ“ სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფის ეფექტიანი ინსტრუმენტი. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები.

რადგან კონფერენციის მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, თანასწორობის პრინციპის დაცვით, ღონისძიებაზე რეგისტრაცია განხორციელდება პირველადი რეგისტრაციის საფუძველზე.

გთხოვთ, იხილოთ სარეგისტრაციო ბმული.

ონფერენციასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია და დეტალები ეცნობება რეგისტრირებულ მონაწილეებს.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი