ადვოკატთა საყურადღებოდ

7 ივლისი 2020

2019 წლის 2 მაისს, ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელობასა და პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებს შორის გაიმართა შეხვედრა, რომელიც შეეხებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შემსვლელ ადვოკატთა პირადი შემოწმების საკითხებს. შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ ადვოკატთა პირადი შემოწმების განსაზღვრული წესის მოქმედება შეჩერდებოდა ალტერნატიული მეთოდის - უსაფრთხო სკანერით მონიტორინგის დანერგვამდე, რაც ადვოკატებს მისცემდა საშუალებას თავად აერჩიათ პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლისას პირადი შემოწმების ფორმა. 

როგორც 2020 წლის 02 ივლისის სპეციალური პენიტენციური სამსახურის წერილით გვეცნობა, N2, N3, N5, N6, N7, N8 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში სამსახურმა უზრუნველყო ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო რენტგენის აპარატების/სკანერების განთავსება. შესაბამისად, ზემოაღნიშნულ პენიტენციურ დაწესებულებებში შესვლისას/გამოსვლისას ადვოკატს ექნება არჩევანი სავალდებულო შემოწმება გაიაროს ტექნიკური მოწყობილობის საშუალებით ან პირადი არასრული შემოწმების გზით.

ადვოკატთა ასოციაცია კვლავაც გააგრძელებს პენიტენციურ დაწესებულებებში ადვოკატის შესვლასთან/გამოსვლასთან დაკავშირებული პროცესის აქტიურ მონიტორინგს და შესაძლო ხარვეზების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვართოთ ცხელ ხაზზე: 557549973  

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი