ადვოკატთა საყურადღებოდ

28 აპრილი 2020

ძვირფასო წევრებო, 


როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ქ. თბილისის, ქ. რუსთავის, ქ. ქუთაისისა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტებში შესვლასა და გასვლაზე დაწესებულია შეზღუდვა. 

იმისთვის, რომ არ შეფერხდეს საადვოკატო საქმიანობა და ამით ზიანი არ მიადგეს მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობას და პირის უფლებას ჰყავდეს ადვოკატი, ადვოკატთა ასოციაციისა და საოპერაციო შტაბის შეთანხმებით, ზემოაღნიშნულ ქალაქებში გადაადგილებას შეძლებენ - ადვოკატთა ერთიან სიაში რეგისტრირებული მოქმედი ადვოკატები, საადვოკატო საქმიანობის დამადასტურებული მოწმობის (ადვოკატის მოწმობის) საფუძველზე. 

ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ ქალაქებს შორის გადაადგილება დაშვებულია მხოლოდ პროფესიული საქმიანობის განხორციელების და არა კერძო მიზნებისთვის.

აქვე, შეგახსენებთ, რომ ე.წ. კომენდანტის საათის დროს (21:00-06:00 სთ) ადვოკატების შეუფერხებლად გადაადგილების წესი უცვლელია, იხილეთ ბმული: https://bit.ly/34CFJr5

მადლობას ვუხდით მთავრობის საოპერაციო შტაბს კოორდინირებული მუშაობისთვის. 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი