საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაიწყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20 ვაკანტურ თანამდებობაზე მოსამართლეთა არჩევის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინების განხილვასთან დაკავშირებული პროცედურები. იმისათვის, რომ ადვოკატთა ასოციაციის ჩართულობა კანდიდატების მოსმენის პროცესში იყოს მაქსიმალურად შედეგიანი და ასევე, ადვოკატთა ასოციაციამ ხელი შეუწყოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად შესაბამისი კვალიფიკაციის და პიროვნული მახასიათებლების კანდიდატების შერჩევის პროცესს, ადვოკატთა ასოციაცია იწყებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ თითოეულ კანდიდატთან დაკავშირებით ასოციაციის წევრებისგან შესაბამისი პროფესიული ინფორმაციის შეგროვებას.
გთხოვთ, შესაბამისი ინფორმაცია თუ მასალები გამოაგზავნოთ არაუგვიანეს 23 სექტემბრისა შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: t.devdariani@gba.ge დამატებით ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: 0322987878
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ კანდიდატთა სია იხილეთ ბმულზე.