ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა საყურადღებოდ!

18 სექტემბერი 2023

USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდისთვის ახალი საგამოცდო პროგრამული უზრუნველყოფა შეიქმნა, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს საგამოცდო პროცესები მართონ და საკვალიფიკაციო გამოცდები ჩააბარონ სრულად ელექტრონულად, თანამედროვე ფუნქციონალის გამოყენებით.

ამჟამად მიმდინარეობს ახალი საგამოცდო პროგრამის ტესტირება, რომლის შემადგენელი ნაწილიც არის ადვოკატთა იმიტირებული საკვალიფიკაციო გამოცდის ორგანიზება. იმიტირებული გამოცდა შესაძლებლობას მოგცემთ შეამოწმოთ გამოცდისთვის მომზადების დონე რეალურ საგამოცდო გარემოში. 

იმიტირებულ გამოცდაზე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და გამოცდაზე რეგისტრაცია ხორციელდება პირველადი რეგისტრაციის საფუძველზე. იმიტირებულ საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია შეუძლია ნებისმიერ პირს რომელსაც მინიჭებული აქვს სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ახალი პროგრამის ტესტირების მიზნებიდან გამომდინარე, იმიტირებული გამოცდის თითოეულ ეტაპზე მონაწილეობის აუცილებელი წინაპირობაა უკუგების კითხვარების შევსება. 

იმიტირებულ გამოცდაში მონაწილეობის საფასური გადახდის ელექტრონული სისტემის ტესტირების მიზნით სიმბოლურია და შეადგენს 20 ლარს. 

იმიტირებული საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდება 2023 წლის 03 ოქტომბერს, 13:30 საათზე. 

დამატებითი ინფორმაცია და დეტალები ეცნობებათ მხოლოდ რეგისტირებულ მონაწილეებს. რეგისტრაციისთვის შეავსეთ შემდეგი სარეგისტრაციო ფორმა.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი