ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრირებულთა საყურადღებოდ

8 აპრილი 2020

მოგეხსენებათ, რომ ასოციაციის ვებ-გვერდზე განთავსებულია გამოცდისთვის მოსამზადებელი მასალა ელექტრონული ფორმითა და სპეციალიზაციების მიხედვით. 

აქვე გაცნობებთ, რომ შესაბამისი მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შედეგად, ახლა უკვე დაბეჭდილი წიგნების მიღებაც უფასოდ შესაძლებელია შემდეგი წესისა და ლოკაციების მიხედვით:

აღმოსავლეთ საქართველო:

1. საერთო სპეციალიზაციით წიგნები გაიცემა დიღმის „გუდვილში“, პალიტრას სტენდიდან.
2. სამოქალაქო სპეციალიზაციით წიგნები გაიცემა ვაკის „გუდვილში“, ასევე პალიტრას სტენდიდან.
3. სისხლის სამართლის სპეციალიზაციით წიგნები გაიცემა პეკინის და დოლიძის ქუჩის კუთხეში მდებარე ,,ელვა" მარკეტიდან . 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ზემოხსენებული სამი ლოკაციიდან (სპეციალიზაციის შესაბამისად) წიგნების გაცემა მოხდება 9 აპრილიდან 9 მაისის ჩათვლით კვირის განმავლობაში, ყოველ სამუშაო დღეს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. 

თან იქონიეთ პირადობის მოწმობა და წიგნის გატანისას ხელი მოაწერეთ სარეგისტრაციო ცხრილში. ზემოაღნიშნულ ლოკაციებს მიაკითხეთ აუცილებლად არჩეული სპეციალიზაციის შესაბამისად.  

 

დასავლეთ საქართველო:

ყველა სპეციალიზაციისთვის წიგნები გაიცემა შემდეგ ლოკაციაზე: ქ. ქუთაისი, ჭავჭავაძის ქუჩა N53, 9 აპრილიდან 9 მაისის ჩათვლით კვირის განმავლობაში, ყოველ სამუშაო დღეს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. თან იქონიეთ პირადობის მოწმობა და წიგნის გატანისას ხელი მოაწერეთ სარეგისტრაციო ცხრილში. 


დამატებითი შეკითხვებით მოგვმართეთ ნომერზე: 591270001
გისურვებთ წარმატებას!

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი