2023 წლის 29 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით, პარიზში ადვოკატთა საერთაშორისო ორგანიზაციის (IBA) ყოველწლიური კონფერენცია გაიმართება, რომლის ფარგლებშიც100-ზე მეტი სემინარი, ტრენინგი და სამუშაო შეხვედრა ჩატარდება.
IBA-ის ყოველწლიურ კონფერენციაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 6000-ზე მეტი ადვოკატი მონაწილეობს, რაც მნიშვნელოვანი პროფესიული კონტაქტების დამყარების უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა.
კონფერენცია ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს და მასში მონაწილეობა ასოციაციის ყველა წევრს შეუძლია. კონფერენციაზე რეგისტრაციასა და მონაწილეობასთან დაკავშირებულ სხვა ორგანიზაციულ საკითხებს დამოუკიდებლად ახორციელებს მონაწილების მსურველი პირი. ყველა საჭირო ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ კონფერენციის ვებგვერდს.
აქვე გაცნობებთ, რომ ახალგაზრდა ადვოკატებს (35 წლამდე) IBA კონფერენციაში მონაწილეობასთან დაკავშირებულ სტიპენდიებს (მონაწილეობის ხარჯების დაფარვის მიზნით) კონკურსის საფუძველზე სთავაზობს. სასტიპენდიო კონკურსი IBA-ის მიერ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისგან დამოუკიდებლად ტარდება. დეტალებისთვის იხილეთ ბმული.
გისურვებთ წარმატებას!