საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში ადვოკატთა ასოციაციისა და საქართველოს პროკურატურის ტრენინგ ცენტრების წარმომადგენლებისთვის ორდღიანი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა თემაზე: „ქცევითი მეცნიერების გავლენა სამართლებრივი გადაწყვეტილებების მიღებისას და ტრენინგის ეფექტიანობის შეფასება“.
ტრენინგის უძღვებოდნენ ექსპერტები:
საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი, ნატალია ვუტოვა და ევროპის საბჭოს ექსპერტი - ივანა როანა.
შეხვედრების ფარგლებში მონაწილეებმა სამართლებრივი გადაწყვეტილებების მიღებისას ქცევითი მეცნიერების გავლენის მნიშვნელობაზე იმსჯელეს და ტრენინგის ეფექტიანობის შეფასების მეთოდები განიხილეს.