საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში ადვოკატთა ასოციაციის წევრებისთვის ტრენინგები ჩატარდა. შეხვედრების ფარგლებში მონაწილეებმა სხვადასხვა აქტუალურ სამართლებრივ საკითხზე იმსჯელეს.
„ქცევითი მეცნიერების სამართლის პრაქტიკაში გამოყენება“ -ამ სახელწოდებით შეხვედრის გახსნით ნაწილში მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა, ევროპის საბჭოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა, ნატალია ვუტოვამ და ანტონიო დალ ბორგომ, ატაშე - პროგრამის მენეჯერი, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.
პროექტის ფარგლებში, ასევე, სამუშაო შეხვედრა ჩატარდა თემაზე „CEPEJ-ის მართლმსაჯულების ეფექტიანობის ინსტრუმენტები“. მონაწილეებმა ისაუბრეს სასამართლო სისტემების შეფასების მეთოდოლოგიასა და სასამართლო დროის მართვაზე. ასევე, იმსჯელეს გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე იურიდიულ საქმიანობაში.
შეხვედრას ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები რუსუდან კვაჭანტირაძე და სარა ოსმანი უძღვებოდნენ.
პროექტის ფარგლებში, ასევე, ტრენინგი ჩატარდა თემაზე გადაწყვეტილებების აღსრულება და კომუნიკაციების წარდგენა მინისტრთა კომიტეტის წესების მე-9 წესის შესაბამისად.
შეხვედრაზე განიხილეს საკითხები, როგორებიცაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გამოყენება ეროვნულ დონეზე; აღსრულების სისტემა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით და სხვ.
ტრენინგს უძღვებოდნენ ექსპერტები, ლევან მესხორაძე და მარია-ანდრიანი კოსტოპულუ.