ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლების მონაწილეობით თბილისში ქართულ-გერმანული სამართლებრივი ფორუმი- „საუკეთესო გამოცდილების გაზიარება საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე“ გაიხსნა. ფორუმი საქართველოსა და გერმანიის იუსტიციის სამინისტროების ორგანიზებით ტარდება.
ორდღიანი ფორუმის გახსნით ნაწილში მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ადვოკატთა ასოცოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, გერმანიის იუსტიციის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა ანჟელიკა შლუნკმა, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ და საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.
ღონისძიებაში, ასევე, მონაწილეობენ ევროკავშირის სააგენტოს „ევროჯასტის“ ვიცე-პრეზიდენტი ბოშტიან შკრლეცი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წევრები, პროკურატურის, ადვოკატთა ასოციაციის, პენიტენციური სამსახურის პირები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები.
სამართლებრივი ფორუმი ორი ქვეყნის სამართლებრივი სისტემების მეტად დაახლოებასა და სამართლის დარგის გაძლიერებას ისახავს მიზნად.