19 დეკემბერს, რიყის პარკში, მშვიდობის ხიდის მიმდებარედ, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ ექიმის - ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა.
ადვოკატთა სოლიდარობის პარალელური აქციები ასევე მიმდინარეობდა ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისსა და კახეთში.
სოლიდარობის აქციაზე ქართველმა ადვოკატებმა მიმართეს ადვოკატთა საერთაშორისო თანამეგობრობას, მათ შორის რუს კოლეგებს, მხარი დაუჭირონ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას.
,,იმედს გამოვთქვამთ, რომ ამ პროცესთან დაკავშირებული ადამიანები გამოიჩენენ კეთილგონიერებას, ექიმის ტყვეობა დასრულდება და იგი ისევ გააგრძელებს თავის პროფესიული საქმიანობას“ - განაცხადა ადვოკატთა ასოციაციის თავჯდომარემ დავით ასათიანმა.