ადვოკატთა ასოციაციის საკომიტეტო საქმიანობის შემაჯამებელი შეხვედრა ჩატარდა

14 ივნისი 2023

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ადვოკატთა ასოციაციის საკომიტეტო საქმიანობის საკოორდინაციო შეხვედრა ჩატარდა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარეები და აღმასრულებელი საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის წარმომადგენელმა, მარიამ ვარდოსანიძემ.

სამუშაო შეხვედრაზე ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ჭეხანმა საკომიტეტო საქმიანობის გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები მიმოიხილა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. 

შეხვედრის ფარგლებში თბილისსა და რეგიონებში მოქმედი კომიტეტების თავმჯდომარეებმა საკომიტეტო საქმიანობის ანგარიშები წარადგინეს, ასევე არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. შეხვედრის ფარგლებში შემუშავდა რეკომენდაციები, რომელიც ასოციაციის საკომიტეტო საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას ისაზავს მიზნად.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი