ადვოკატთა ასოციაციის საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა

29 სექტემბერი 2020

28 სექტემბერს, ადვოკატთა ასოციაციის ინიციატივით და ევროპის საბჭოსა და USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით გაიმართა ადვოკატთა ასოციაციის საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებული  სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარისა და მმართველი ორგანოების არჩევნების პროცესებთან დაკავშირებული გამოწვევები და ხარვეზები და განისაზღვრა სამომავლოდ განსახორციელებელი აქტიოვბები.

სამუშაო ჯგუფი შედგება ადვოკატთა ასოციაციის, იურიდიული დახმარების სამსახურის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან, ისევე როგორც ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებისგან CCBE-დან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. აღნიშნული სამუშო პროცესი მიზნად ისახავს ასოციაციის საარჩევნო პროცესების სრულყოფას და არჩევნებთან დაკავშირებული საერთო კრების გამართულად ჩატარების უზრუნველყოფას.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი