ადვოკატთა ასოციაციის თბილისში მოქმედი კომიტეტების გაანხლებული სტრუქტურა

1 მარტი 2022

ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს 2022 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით, დამტკიცდა ასოციაციის თბილისში მოქმედი კომიტეტების განახლებული სტრუქტურა, ასევე კომიტეტების ფორმირებისა და საქმიანობის წესი.

თბილისში მოქმედი კომიტეტების ფორმირების მიზნით, 2022 წლის 31 იანვრიდან 10 თებერვლის ჩათვლით მიმდინარეობდა ასოციაციის წევრთა განაცხადების მიღება სასურველ კომიტეტში გაწევრიანების თაობაზე.

კომიტეტების საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, კომიტეტების განახლებული შემადგენლობა განისაზღვრა 15 წევრით (გარდა ადვოკატის პროფესიული უფლებებისა და ახალგაზრდა ადვოკატების კომიტეტებისა), ხოლო ფორმირების განახლებული მექანიზმი დაეფუძნა საკონკურსო წესს.

მოხარული ვართ ასოციაციის კომიტეტებში საქმიანობის კუთხით წევრთა მაღალი ინტერესით, რაც გამოიხატა დიდი რაოდენობის განაცხადების მიღებით. კომიტეტების შესაბამისი დებულებებით განსაზღვრული წესის შესაბამისად, განაცხადების მიღებისთვის გათვალისწინებული ვადის დასრულების შემდეგ, კომიტეტების თავმჯდომარეების აქტიური ჩართულობით შეირჩა და აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცდა თბილისში მოქმედი კომიტეტების შემადგენლობები, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: თბილისში მოქმედი კომიტეტები.

თითოეულ წევრს მადლობას მოგახსენებთ საკომიტეტო საქმიანობაში ჩართულობით დაინტერესებისთვის. გარდა კომიტეტებისა, ასოციაციაში ასევე იფუნქციონირებს სხვადასხვა სამუშაო ფორმატები, რომელიც ყველა დაინტერესებულ წევრს მისცემს შესაძლებლობას ჩაერთოს ადვოკატთა ასოციაციის საქმიანობაში.

გისურვებთ წარმატებას!

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი