ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ევროპის საბჭოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს უმასპინძლა

6 ოქტომბერი 2026

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა ევროპის საბჭოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს საქართველოში, უილიამ მასოლინს, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა.

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და ევროპის საბჭოს ოფისს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები და მიღწეული შედეგები მიმოიხილეს. მხარეებმა ასევე გამოთქვეს მზადყოფნა, გააგრძელონ მუშაობა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისა და ახალი ინიციატივების განხორციელების მიმართულებით.

ასოციაციაში ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი ასევე დაესწრო „ინგლისური სამართლის ფორუმს“, რომელსაც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ უმასპინძლა.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი