ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნორვეგიის პროფკავშირების გაერთიანების საერთაშორისო მდივანს, ლივ ტორესსა და აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის საკითხებში უფროს მრჩეველს, იანინა უნლის უმასპინძლა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების პრეზიდენტი, რაისა ლიპარტელიანი.
გაცნობითი შეხვედრის ფარგლებში ირაკლი ყანდაშვილმა სტუმრებს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზაციული სტრუქტურა, საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და მუშაობის სპეციფიკა გააცნო.
შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს პროფესიულ გაერთიანებებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ პოტენციურ სარგებელს, რომელიც აღნიშნულ თანამშრომლობას შეუძლია მოუტანოს ადვოკატებს, მათ შორის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით, პროფესიული უნარების განვითარების ხელშეწყობითა და პროფესიული უფლებებისა და სოციალური გარანტიების გაძლიერებას კუთხით.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა თანამშრომლობის ორმხრივი მზადყოფნა გამოთქვეს.




