ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ევროპის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორს შეხვდა

23 აპრილი 2026 - 29 აპრილი 2026

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი ევროპის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორს, რაულ ქირიას შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს არსებული თანამშრომლობის პერსპექტივები და სამომავლო ინიციატივებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტუდენტებისა და ადვოკატების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, ასევე ერთობლივი სასწავლო ღონისძიებებისა და სასწავლო-სამეცნიერო პროექტების განხორციელებას.

მხარეებმა მზადყოფნა გამოხატეს პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის და შეთანხმდნენ, რომ უახლოეს პერიოდში გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც განსაზღვრავს გრძელვადიანი თანამშრომლობის ჩარჩოს და შექმნის დამატებით შესაძლებლობებს იურიდიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის. 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი